პროექტით სწავლებამ შესძლებლობა მომცა სასწავლო აქტივობები დამეკავშირებინა ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს მოსწავლეებს განუვითარდათ მაღალი დონის სააზროვნო უნარები,შევისწავლე შეფასების ინსტრუმენტები.მოსწავლის მიერ საკითხის გაგებისა და უნარ- ჩვევების შემოწმებისათვის. განვსაზღვრე მოსწავლეების სწავლების საჭიროებები შემდგომი ეტაპისათვის.
პროექტით სწავლება
Tuesday, March 29, 2016
Sunday, March 27, 2016
გავეცანით ფასილიტაციის მასალებს. პროექტის დროს კარგია როდესაც მოსწავლე კონკრეტულად მოახდენს ფოკუსირებას შესასრულებელ დავალებაზე რაშიც შეიძლება ფასილიტაციის რაიმე ნიმუში ან სქემა დაეხმაროს. განსაკუთრებით დიფერენცირების დროს. პროექტი საშუალებას გვაძლევს უფრო ადეკვატურად მოვახდინოთ მოსწავლეთა დიფერენცირება.
Saturday, March 26, 2016
შეფასების სტრატეგიებს და მნიშვნელობებს დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შევაფასო სასწავლო პროცესი და მოსწავლის ნამუშევრები. დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად სწორად შეირჩევა რუბრიკა და ჩეკლისტები. სავარაუდო ნაშრომის შეფასება დამეხმარება სწორად განვსაზღვრო რამდენად ეფექტურად პასუხობს ნაშრომი დასახულ მიზანს, შინაარს და შემოქმედებით მხარეს.
Monday, March 21, 2016
მეოთხე დღე
განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს უკეთ გავიაზროთ პროექტის მსვლელობის დროს საჭიროებები და დავეხმაროთ მოსწავლეებს თავიანთი დავალებების უკეთ გააზრებაში.
Monday, March 14, 2016
მესამე დღე
ერთმანეთს გავუზიარეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია და მოსწავლეთა საჭიროებების ფორმები. განვიხილეთ სასწავლო პროექტების მეშვეობით სტანდარტების მიღწევების საკითხები. გავეცანით რესურსებს, რომელსაც გამოვიყენებთ კვლევაში, კომუნიკაციასა და თანამშრომლობაში.
მეორე დღე
შევისწავლე, თუ რამდენად სასარგებლოა მასწავლებლისათვის ორგანაიზერების ცოდნა პროექტის გაკეთების დროს. დისკუსიის დროს შესაბამისი კითხვარების დასმა და ამ კითხვარებზე პასუხების გაცემა, რომელიც ხელს შეუწყობს წინარე ცოდნის გამოვლენას და ახალი მასალის ათვისებას.
Subscribe to:
Posts (Atom)