Tuesday, March 29, 2016

დღევანდელ ტრენინგზე  შესწავლილი ცოდნა დამეხმარება, თუ როგორ უნდა  მოვახდინო მოსწავლის ნაშრომის შეფასება,რომლის შემოწმება ხდება მათი  ცოდნის მიხედვოთ,  გავიგებ რამდენად სწრაფად ახდენს ფოკუსირებას შესასრულებელ სამუშაოზე,  იყენებს თუ არა ორიგინალურ დეტალებს.

Sunday, March 27, 2016

გავეცანით ფასილიტაციის მასალებს. პროექტის დროს კარგია როდესაც მოსწავლე კონკრეტულად მოახდენს ფოკუსირებას შესასრულებელ დავალებაზე რაშიც შეიძლება ფასილიტაციის რაიმე ნიმუში ან სქემა დაეხმაროს. განსაკუთრებით დიფერენცირების დროს. პროექტი საშუალებას გვაძლევს უფრო ადეკვატურად მოვახდინოთ მოსწავლეთა დიფერენცირება.

Saturday, March 26, 2016

შეფასების სტრატეგიებს და მნიშვნელობებს დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შევაფასო სასწავლო პროცესი და მოსწავლის ნამუშევრები. დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად სწორად შეირჩევა რუბრიკა და ჩეკლისტები. სავარაუდო ნაშრომის შეფასება დამეხმარება სწორად განვსაზღვრო რამდენად ეფექტურად პასუხობს ნაშრომი დასახულ მიზანს, შინაარს და შემოქმედებით მხარეს.

Monday, March 21, 2016

მეოთხე დღე

განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო  ნაშრომები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს უკეთ გავიაზროთ პროექტის  მსვლელობის დროს საჭიროებები  და  დავეხმაროთ მოსწავლეებს თავიანთი დავალებების  უკეთ  გააზრებაში.

Monday, March 14, 2016

მესამე დღე

ერთმანეთს გავუზიარეთ სასწავლო  პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია და მოსწავლეთა საჭიროებების ფორმები. განვიხილეთ სასწავლო პროექტების მეშვეობით სტანდარტების მიღწევების საკითხები.  გავეცანით რესურსებს,  რომელსაც გამოვიყენებთ კვლევაში, კომუნიკაციასა და თანამშრომლობაში.

მეორე დღე

შევისწავლე, თუ რამდენად სასარგებლოა მასწავლებლისათვის ორგანაიზერების ცოდნა პროექტის გაკეთების დროს. დისკუსიის დროს შესაბამისი კითხვარების დასმა და ამ კითხვარებზე პასუხების გაცემა,  რომელიც ხელს შეუწყობს წინარე ცოდნის გამოვლენას და ახალი მასალის ათვისებას.

Saturday, March 12, 2016

პროექტით სწალება მნიშვნელოვანია ახალი იდეების განვითარება -განხორციელებისათვის. პროექტი უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული. ხელს შეუწყობს ვიყოთ უფრო აქტიური, დავისახოთ მიზნი და მივიღოთ შედეგი. ჩავრთო რაც შეიძლება მეთი მოსწავლე და არ შევზღუდო დროში. მოსწავლეებს გამოვუმუშაო დამოუკიდებელი მუშაობის მიზანი, მათი ყველა იდეა მისაღები იყოს, მაგრამ ამოირჩიონ მათთვის მისალები.